საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველომ პროფესიული უნარების ტრანსნაციონალურ კონკურსს სამ პროფესიულ უნარში: ლანდშაფტის დიზაინში, ყველის ამოყვანასა და საკონდიტრო საქმეში უმასპინძლა.
კონკურსი, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „კომპეტენციები დასაქმებისთვის“ ფარგლებში გაიმართა, მონაწილეობას ახალგაზრდები სომხეთიდან და საქართველოდან იღებდნენ.
ღონისძიებას სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, პროფესიული უნარების ტრანსნაციონალური კონკურსი ხელს შეუწყობს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას სომეხ და ქართველ ახალგაზრდებს შორის.