Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის” – მონაწილეთა შესარჩევი განაცხადების მიღება

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას:

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ქალებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, რომლებიც საქმიანობენ აგროტურიზმის სფეროში (თბილისის გარდა).

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ახალი პროექტის “ქალთა ეკონომიკური გაძლერებისთვის” ფარგლებში საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ქალ მეწარმეებს ეძებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტო, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის დაარსების მიზანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალთა და გოგონათა ინტერესების დაცვა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება წარმოადგენს.

ა.ა.ი.პ „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ 2012 წლიდან ოპერირებს და დღეისთვის აერთიანებს 4,500-მდე ფერმერს, აგრობიზნესს, კოოპერატივსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოქმედ სექტორულ ასოციაციებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ასოციაციის ძირითადი მიმართულებებია: ადვოკატირება და კომუნიკაცია, ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერება და განვითარება.

პროექტი ხორციელდება ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით

ხშირად დასმული კითხვები:
https://docs.google.com/document/d/1KgZIz4KMkC1uTpb13gW3sHK0NUTBE7Uu/edit?rtpof=true

პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://gfa.org.ge/good-governance-for-gender-equality-in-georgia-gg4geg/

ფორმის შევსების დროს ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე amenteshashvili@gfa.org.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი

განაცხადის შესავსებად გადადით ქვევით მოცემულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSedDhWJqqVEXmFGCCRCbH9Nu_redOtit_aZVsIHWPhmCMfrOw/viewform