Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ იწყება

28 მაისს, სამშაბათს, 09:30 საათზე, სასტუმრო რუმსის „გარდენ ჰოლში“ – Land O’Lakes International Development-ი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში განაცხადებენ 5-წლიანი პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ დაწყების შესახებ. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, „სურსათი პროგრესისთვის“ (Food for Progress SQIL) პროგრამის ფარგლებში და ითვალისწინებს 10 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებას, რომელიც მოხმარდება საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას.
პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა პროგრამაში ჩართლი 54,000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი ითვალისწინებს Land O’Lakes International Development-ის ტექნიკურ დახმარებას, ორგანიზაციის
ინოვაციური და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მიდგომების გამოყენებასა და დანერგვას, იმისათვის, რომ გაიზარდოს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტები მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ღირებულებათა ჯაჭვებში „ფერმიდან სუფრამდე“ პრინციპით. ზიანის შემცირებისა და პროდუქტიულობის გაზრდის გზაზე, პროექტი მიზნად ისახავს ფერმერების ხელშეწყობას მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის პროდუქტების დამატებით ბაზრებზე შევიდნენ.