თბილისი (BPI) – კომპანია “ოქროს ფოთოლი” ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დედალაურში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას იწყებს.
კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე მიიღო 243 763 კვ.მ. ჩაის პლანტაცია 25 წლიანი იჯარით.
ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქარული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
წყარო:bpi.ge