საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საჯარო ფორუმზე „გენდერული ინკლუზიურობა სერვისებით ვაჭრობაში“ სიტყვით გამოვიდა და ქვეყნის ეკონომიკაზე, ევროკავშირთან შეთანხმებაზე, ბიზნესში ქალების ჩართულობასა და გლობალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ ეს ნამდვილად შესანიშნავი შესაძლებლობაა ვესწრებოდე ამ მნიშვნელოვან პანელურ დისკუსიას. მოკლედ მსურს მოგახსენოთ რომელი ქვეყნიდან ვარ, რადგან საქართველო ზოგჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებთანაა ასოცირებული. მე ვარ ქვეყანა საქართველოდან, რომელიც არის მცირე გარდამავალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახოებით 4,000 დოლარს, ხოლო მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს. უმუშევრობი დონე თითქმის 12%-ია და ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს არის ქვეყანა, სადაც მამაკაცები იყვნენ დომინანტები და ისინი მემკვიდრეობით იღებდნენ ყველაფერს, მათ შორის მიწას და კაპიტალს, მაგრამ ცვლილება სახეზეა, უფრო და უფრო მეტი ქალი ერთვება მეწარმეობაში, ეკონომიკაში და პოლიტიკაში, მაგრამ ჯერ კიდევ უამრავი გამოწვევაა, რომლის გადალახვაც გვიწევს. დარწმუნებული ვარ, თუ ქვეყანა ღიაა იმისთვის, რომ ქალებს მისცეს მეტი შესაძლებლობა იყვნენ ეკონომიკის ნაწილი და უფრო კონკურენტუნარიანები, ისინი აუცილებლად სარგებელს მოუტანენ ქვეყანას. ვფიქრობ, ჩემს ქვეყანაში ქალებს შეუძლიათ მიიღონ სარგებელი ღრმა და ყოვლისმომცეველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებიდან (DCFTA) რომელიც გაფორმდა 2014 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ეს საქონლის, კაპიტალის და სერვისების თავისუფალი გადაადგილების საშუალებას გვაძლევს, და ვფიქრობ, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. ქალთა ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით მხარდაჭერა დიდია დონორი ორგანიზაციების და საქართველოს მთავრობისგან მიაწოდონ მათ ინფორმაცია როგორც (DCFTA)_ის დადებითი მხარეების, ასევე ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალიზაციის ეპოქაში, სადაც ყველაფერი გლობალიზებულია ეკონომიკიდან ვაჭრობამდე. ნუ ვიფიქრებთ ლოკალურად, დროა ვიფიქროთ გლობალურად, რადგან სწორედ ეს არის გლობალიზაცია,“-აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ნინო ზამბახიძემ.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებს წარმოადგენს ვაჭრობა დისკრიმინაციის გარეშე, რაც გულისხმობს ერთის მხრივ წევრი ქვეყნების მიერ ერთმანეთისთვის უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის მინიჭებას, ხოლო მეორე მხრივ თანაბარი უფლებებისა და პირობების უზრუნველყოფას იმპორტული და ადგილობრივად წარმოებული საქონლისთვის. ასევე, ქვეყნების ინტეგრაცია საერთაშორისო და საგარეო სავაჭრო პოლიტიკის განვითარების ერთობრივი დაგეგმვა მრავალმხრივი და ორმხრივი ხელშეკრულების ბაზაზე. კეთილსინდისიერი დათმობების წახალისება ურთიერთდათმობების განხორციელებით, დავების გადაწყვეტა კონსულტაციებითა და მოლაპარაკებების გზით, შიდა ბაზრის დასაცავად უპირატესად ტარიფული მეთოდების გამოყენება და არა რაოდენობრივი შეზღუდვების და სხვა ტექნიკური ბარიერების დაწესება თითოეულ ქვეყანაში პროგნოზირებადი სავაჭრო პოლიტიკის უზრუნველყოფა.
ორგანიზაციის საქმანობას საფუძვლად უდევს სამი საერთაშორისო ხელშეკრულება: გენერალური შეთანხმება ვაჭრობასა და ტარიფების შესახებ (GATT), გენერალური შეთანხმება მომსახურებით ვაჭრობის შესახებ (GATS) და შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების სავაჭრო ასპექტების შესახებ;
სტრატეგიული გადაწყვეტილებები უმაღლეს დონეზე WTO-ში მიიღება მინისტრთა კონფერენციის მიერ, რომელიც იკრიბება წელიწადში ერთხელ მაინც.
მინისტრათა კონფერენციის დაქვემდებარებაში იმყოფება გენერალური საბჭო, რომელიც პასუხისმგებელია მიმდინარე საქმიანობის შესრულებაზე და წელიწადში რამდენჯერმე შტაბ-ბინაში ჟენევაში იკრიბებიან წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ,როგორც წესი ელჩები და წევრი ქვეყნების დელეგაციის მეათაურები.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას 160-ზე მეტი წევრი ჰყავს, რაც მსოფლიო ვაჭრობის 98 პროცენტს წარმოადგენს.