Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ნინო ზამბახიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნინო ზამბახიძესა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რუსლან აბაშიძის, შორის აფხაზეთის მთავრობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მხარეებმა ისაუბრეს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით ასოციაციის მიერ შექმნილ ელექტრონულ სასწავლო  პროგრამებზე, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, აღნიშნული ციფრული პროგრამების მიწოდებისა და გამოყენების მიზანშეწონილობაზე დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები თანამემამულეებისათვის.

შეხვედრაზე იმსჯელეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობაზე. გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის საინტერესო და საჭირო მიმართულები, კონკრეტული ასპექტები და  სფეროები.

შეხვედრას აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ თორია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია და პროფესიული განათლების ექსპერტი ნიკოლოზ მესხიშვილი ესწრებოდნენ.