თბილისი (BPI) – “დანერგე მომავალის“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მოსავალს იღებენ. კომპანია „ნილ ედვაიზორი გრუპი“ პირველ მოსავალს წელს მიიღებს.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მოსავალი 10 ჰექტარზე გაშენებულ ბაღში 50 ტონას მიაღწევს.
„ნილ ედვაიზორი გრუპმა“ გორის რაიონში, სოფელ ძევერაში ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა. ბაღში ორი სხვადასხვა ვაშლის ჯიშის ხეებია. კომპანიას 50 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
„ნილ ედვაიზორი გრუპმა“ 10 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 41 030 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან 31 955 ლარი ნერგების შესაძენად, 9 075 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. გარდა ამისა, კომპანიამ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა, შეღავათიანი აგროკრედიტის სახით 146 000 დოლარი აიღო, რომელიც ბაღის მოწყობა/გაფართოებისთვის გამოიყენა.
პროექტის „დანერგე მომავლი“ ფარგლებში, შიდა-ქართლის რეგიონში მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები სულ 1 169 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა, გაცემულმა დაფინანსებამ 7 703 963 ლარი შეადგინა. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი, დღეის მონაცემებით, 3 604 ჰექტარს შეადგენს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 18 213 974 მილიონი ლარია.
წყარო: BPI