Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

მსჯავრდებული ქალების მიერ მოყვანილი ყვავილები კერძო სექტორისთვის

კორპორატიული -სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანიებმა „აჭარა ჯგუფმა“ და „არტ ბიურომ“, მსჯავრდებულების მიერ პენიტენციალურ დაწესებულებაში მოყვანილი ყვავილები შეიძინეს.

მსჯავრდებული ქალების მიერ მოყვანილი ყვავილებით აჭარა ჯგუფმა სასტუმრო „სტამბა“ გააფორმა, ხოლო არტ ბიურომ განახლებული ორბელიანის მოედანი.

პროექტის „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ კოორდინირება გაუწია სწავლების პროგრამას. პენიტენციალურ დეპარტამენტთან შეთანხმებით , განხორციელდა სამი მიზნობრივი დაწესებულების (N 5, N16 ,N 15) შერჩევა , სადაც აშენდა და გაიმართა სამი სათბური , განხორციელდა კენკროვანი კულტურებისა და ყვავილების წარმოების თეორიული და პრაქტიკული კურსი სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით.

პროექტი საქართელოს ფერმერთა ასოციაციამ არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელა.