Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებაში მოყვანილი ყვავილების გამოფენა-გაყიდვა

პირველად, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს, მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებაში მოყვანილი ყვავილების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
პროექტის „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ კოორდინირება გაუწია სწავლების პროგრამას .
პენიტენციურ დეპარტამენტთან შეთანხმებით, განხორციელდა სამი მიზნობრივი დაწესებულების (N5, N16, N15) შერჩევა, სადაც აშენდა და გაიმართა სამი სათბური, განხორციელდა კენკროვანი კულტურებისა და ყვავილების წარმოების თეორიული და პრაქტიკული კურსი სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით.
განხორციელდა სასათბურე კონსტრუქციებისა და სანერგე ჩითილებისთვის ადგილების მოწყობა და ყვავილებისა და მარწყვის წარმოება.
პროექტს ფერმერთა ასოციაცია არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”-თან პარტნიორობით ახორციელებს ,რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.