Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

“მიწის შესახებ კანონი, შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებებთან”

ინვესტორთა საბჭომ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ მთავრობას წარუდგნა. 

საბჭო აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს ორმხრივი ინვესტიციების ხელშეკრულებებთან, რომელიც საქართველოს 30-მდე ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. 

„ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან (1995), აღნიშნავს, რომ ამერიკელი ინვესტორებისა და კომპანიებისთვის, არ უნდა იყოს უფრო რთული საინვესტიციო პირობები, ვიდრე ეს ქართველებისთვისაა დაწესებული“, – აღნიშნავს, საბჭო. 

თავის მხრივ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სხდომაზე განმარტა, რომ ყველა ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება და მოწოდებული რეკომენდაციები დეტალურად იქნება შესაწავლილი და შედეგი წარედგინება პარლამენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. 

ამასთან, საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ორგანულ კანონში გათვალისწინებული იყოს ჩანაწერილი უკვე არსებული მიწის ფლობასთან დაკავშირებით. „კანონში უნდა ეწეროს, რომ ინვესტორებს, რომლებიც უკვე ფლობენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, შესაძლებლობა ექნებათ ის გადასცენ ან გაყიდონ ნებისმიერ სხვა უცხოელ პირზე. ეს სიგნალს მისცემს ინვესტორებს, რომ ისინი საქართველოში დაცულები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შესაძლოა უზარმაზარი ზიანი მიაყენოს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას“. 

“რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება მიწაზე მორატორიუმი, მით უფრო დაზარალდება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი“, – განაცხადა ინვესტორთა საბჭოზე ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.

წყარო:bm.ge