Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

მესაქონლეობის ექსპო | Cattle EXPO 2019-ის გამარჯვებულები და პრიზები

პირველად საქართველოში ყოველწლიური „მესაქონლეობის ექსპო“ გაიმართა, სადაც საქართველოს მასშტაბით მოქმედი 17 ფერმის 35-ზე მეტი მეწველი ფური, დეკეული და ხბო ექსპოს პოდიუმზე ერთმანეთს შეეჯიბრა.

სხვადასხვა კატეგორიის მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ჯიშები, როგორებიცაა ჰოლშტეინი და წაბლა შვიცი, ასევე ქართული ადგილობრივი ჯიში – მეგრული წითელი შეფასდნენ ესტონეთიდან მოწვეული და ქართველი ექსპერტების მიერ.

შვიდ საპრიზო კატეგორიაში 15 გამარჯვებული მსხვილფეხა საქონელი გამოვლინდა. იხილეთ გამარჯვებულები და პრიზები.

გამარჯვებული მსხვილფეხა საქონელი, კერძოდ ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები დასაჩუქრდნენ სპეციალური პრიზებით, რომლებიც დაწესდა მსხვილფეხა საქონლის ინდუსტრიაში ჩართული ორგანიზაციების მიერ.

მსხვილფეხა საქონლის გამოფენა-შეჯიბრის პარალელურად, ვიზიტორ ფერმერებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ დარგის თანამედროვე ტექნოლოგიებს და ძირითადი საშუალებების მიმწოდებლებს, მათ შორის, მესაქონლეობისათვის საჭირო ტექნიკას და პროდუქციის წარმოებისთვის სხვა დამხმარე საშუალებებს, რომლებიც გამოფენილი იყო ოცდათხუთმეტ სტენდსა თუ საინფორმაციო დახლზე.

გარდა ამისა, ექსპოზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ  ადგილობრივი ნედლი რძისგან წარმოებული რძის პროდუქტები და მიეღოთ ინფორმაცია რძის პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლების შესახებ.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია და საქართველოს მერძევეთა ასოციაცია. ღონისძიების პარტნიორია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი – „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომელსაც ახორციელებენ Land O’Lakes Venture37-ი და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. გენერალური სპონსორი – საქართველოს ბანკი, წამყვანი ფინანსური ინსტიტუცია საქართველოში; ოქროს სპონსორი – ნუტრიმაქსი, ცხოველთა თანამედროვე საკვების მწარმოებელი კომპანია; ვერცხლის სპონსორი – სანო,  გლობალური კომპანია ცხოველთა თანამედროვე საკვების სფეროში.

გამარჯვებულები და პრიზები

ჰოლშტეინი

ჯიში – ჰოლშტეინი

კატეგორია – მეწველი ფური

საპრიზო ადგილი – ჩემპიონი

ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემები – GE 124 98127

ფერმერი – შოთა ბეგიაშვილი

პირველადი პრიზის სპონსორი – კომპანია „ინვეტი“

პირველადი პრიზი – 1500 ლარის ღირებულების საკვები, 500 ლარის ღირებულების ვეტერინარული პრეპარატები და “პრაიდ დელტა”-ს ვაგინალური აპლიკატორი.

ჯიში – ჰოლშტეინი

კატეგორია – მეწველი ფური

საპრიზო ადგილი – ვიცე ჩემპიონი

ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემები – EE 0016656468

ფერმერი – ნიკოლოზ ბენიაიძე „შირაქი+“

პირველადი პრიზის სპონსორი – ცხოველთა თანამედროვე კვება „სანო“

პირველადი პრიზი – 1000 ლარის  ღირებულების საკვები

მეორეული პრიზის სპონსორი – კომპანია „ჯეოვეტი“

მეორეული პრიზი – 500 ლარის ღირებულების ვაუჩერი (პროდუქტიულობის ასამაღლებელი  ბიოლოგიური  საშუალებები და ვეტერინარული მომსახურება ერთი წლის განმავლობაში)

ჯიში – ჰოლშტეინი

კატეგორია – დეკეული

საპრიზო ადგილი – ჩემპიონი

ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემები – GE 124 56405

ფერმერი – ჯემალ ხატიაშვილი

პირველადი პრიზის სპონსორი – კომპანია „როქი“

პირველადი პრიზი – 2000 ლარის ღირებულების ვაუჩერი

ჯიში – ჰოლშტეინი

კატეგორია – დეკეული

საპრიზო ადგილი – ვიცე ჩემპიონი

ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემები – GE 119 35702

ფერმერი – როინ ტერტერაშვილი

მეორეული პრიზის სპონსორი – კომპანია „ჯეოვეტი“

მეორეული პრიზი – 350 ლარის ღირებულების ვაუჩერი (პროდუქტიულობის ასამაღლებელი  ბიოლოგიური  საშუალებები და ვეტერინარული მომსახურება ერთი წლის განმავლობაში)

ჯიში – ჰოლშტეინი

კატეგორია – ხბო

საპრიზო ადგილი – ჩემპიონი

ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემები – GE 124 56404

ფერმერი – ჯემალ ხატიაშვილი

პირველადი პრიზის სპონსორი – „კავკასიის გენეტიკა“

პირველადი პრიზი – 2000 ლარის ღირებულების გენეტიკური მასალა

ჯიში – ჰოლშტეინი

კატეგორია – ხბო

საპრიზო ადგილი – ვიცე ჩემპიონი

ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემები – GE 122 19530

ფერმერი – ბაკურ ეჯიბაშვილი

მეორეული პრიზის სპონსორი – კომპანია „ჯეოვეტი“

მეორეული პრიზი – 300 ლარის ღირებულების ვაუჩერი (პროდუქტიულობის ასამაღლებელი  ბიოლოგიური  საშუალებები და ვეტერინარული მომსახურება ერთი წლის განმავლობაში)

წაბლა შვიცური

ჯიში – წაბლა შვიცური

კატეგორია – მეწველი ფური

საპრიზო ადგილი – ჩემპიონი

ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემები – DE 0948867911

ფერმერი – მამუკა წილოსანი (ფერმა „დორანი“)

პირველადი პრიზის სპონსორი – კომპანია „შაუმანი“

პირველადი პრიზი – 1600 ლარის ღირებულების მინერალური საკვებ-დანამატები

მეორეული პრიზის სპონსორი – კომპანია „ინვეტი“

მეორეული პრიზი – 200 ლარის ღირებულების ვეტ. პრეპარატები

ჯიში – წაბლა შვიცური

კატეგორია – მეწველი ფური

საპრიზო ადგილი – ვიცე ჩემპიონი

ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემები – GE 495 71806

ფერმერი – პაატა ვასენკო

პირველადი პრიზის სპონსორი – საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია

პირველადი პრიზი – საწველი აპარატი

მეორეული პრიზის სპონსორი – კომპანია „ჯეოვეტი“

მეორეული პრიზი – 500 ლარის ღირებულების ვაუჩერი (პროდუქტიულობის ასამაღლებელი  ბიოლოგიური  საშუალებები და ვეტერინარული მომსახურება ერთი წლის განმავლობაში)

ჯიში – წაბლა შვიცური

კატეგორია – დეკეული

საპრიზო ადგილი – ჩემპიონი

ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემები – GE 116 64611

ფერმერი – მამუკა წილოსანი (ფერმა „დორანი“)

პირველადი პრიზის სპონსორი – კომპანია „აგროქიზიყი“

პირველადი პრიზი – 2000 ლარის ღირებულების ცხოველის საკვები

ჯიში – წაბლა შვიცური

კატეგორია – დეკეული

საპრიზო ადგილი – ვიცე ჩემპიონი

ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემები – GE 122 35305

ფერმერი – ზურა მასურაშვილი

მეორეული პრიზის სპონსორი – კომპანია „ჯეოვეტი“

მეორეული პრიზი – 350 ლარის ღირებულების ვაუჩერი (პროდუქტიულობის ასამაღლებელი  ბიოლოგიური  საშუალებები და ვეტერინარული მომსახურება ერთი წლის განმავლობაში)

ჯიში – წაბლა შვიცური

კატეგორია – ხბო

საპრიზო ადგილი – ჩემპიონი

ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემები – GE 123 55850

ფერმერი – მამუკა წილოსანი (ფერმა „დორანი“)

პირველადი პრიზის სპონსორი – საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

პირველადი პრიზი – კემბრიჯის კოლეჯის დისტანციური სწავლება

ჯიში – წაბლა შვიცური

კატეგორია – ხბო

საპრიზო ადგილი – ვიცე ჩემპიონი

ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემები – საქონლის ჩამოყვანა ვერ მოხერხდა.

შენიშვნა: კომპანია „სანოს“ პრიზი (1000 ლარის ღირებულების საკვები) და კომპანია „ჯეოვეტის“ 300 ლარის ღირებულების ვაუჩერი გადაეცა მეგრული წითელის მესამე მეწველი ფურის მფლობელს – ბადრი აფშილავას.

მეგრული წითელი

ჯიში – მეგრული წითელი

კატეგორია – მეწველი ფური

საპრიზო ადგილი – ჩემპიონი

ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემები – GE 112 23539

ფერმერი – შოთა ჯიქია

პირველადი პრიზის სპონსორი – ბიო მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“

პირველადი პრიზი – 1200 ლარის ღირებულების ვაუჩერი (როქის ვეტ. აფთიაქებში ნებისმიერი პრეპარატი), 1 წლიანი უფასო კონსულტაცია, ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქცია და ელკანას პუბლიკაციები;

მეორეული პრიზის სპონსორი – კომპანია „ჯეოვეტი“

მეორეული პრიზი – 350 ლარის ღირებულების ვაუჩერი (პროდუქტიულობის ასამაღლებელი  ბიოლოგიური  საშუალებები და ვეტერინარული მომსახურება ერთი წლის განმავლობაში)

მეორეული პრიზის სპონსორი – კომპანია „ინვეტი“

მეორეული პრიზი – 100 ლარის ღირებულების საკვები

დამატებით:

ჯიში – მეგრული წითელი

კატეგორია – მეწველი ფური

საპრიზო ადგილი – ვიცე ჩემპიონი

ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემები – GE 112 23520

ფერმერი – დარეჯან გოცირიძე

პირველადი პრიზის სპონსორი – ბიო მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“

პირველადი პრიზი – 800 ლარის ღირებულების ვაუჩერი (როქის ვეტ. აფთიაქებში ნებისმიერი პრეპარატი), 1 წლიანი უფასო კონსულტაცია, ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქცია და ელკანას პუბლიკაციები;

მეორეული პრიზის სპონსორი – კომპანია „ჯეოვეტი“

მეორეული პრიზი – 350 ლარის ღირებულების ვაუჩერი (პროდუქტიულობის ასამაღლებელი  ბიოლოგიური  საშუალებები და ვეტერინარული მომსახურება ერთი წლის განმავლობაში)

ჯიში – მეგრული წითელი

კატეგორია – მეწველი ფური

საპრიზო ადგილი – მესამე ადგილოსანი

ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემები – GE 112 57496

ფერმერი – ბადრი აფშილავა

პირველადი პრიზის სპონსორი – ცხოველთა თანამედროვე კვება „სანო“

პირველადი პრიზი – 1000 ლარის ღირებულების ცხოველის საკვები ვაუჩერი

მეორეული პრიზის სპონსორი – კომპანია „ჯეოვეტი“

მეორეული პრიზი – 300 ლარის ღირებულების ვაუჩერი (პროდუქტიულობის ასამაღლებელი  ბიოლოგიური  საშუალებები და ვეტერინარული მომსახურება ერთი წლის განმავლობაში)

ვილანუს ბალტიკი – ყველა მონაწილე ფერმერს გადასცა მეცხოველეობის სფეროში გამოსაყენებელი პროდუქციის ნაკრები.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია – ყველა მონაწილე ფერმერს გადასცა წიგნი მეცხოველეობის შესახებ.

როქი – ღონისძიებას გაუწია ვეტერინარული მომსახურება.