გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
ამის შესახებ ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა, სადაც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო ცვლილებები წარადგინა.
,,ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანება აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. სწორედ ასეთი მოდელი მოქმედებს წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში – ესპანეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში. მსგავსი მოდელებია პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში.
ეს მიდგომა უზრუნველყოფს ორივე მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას და არავითარ შემთხვევაში, რომელიმე მათგანის შესუსტებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
წყარო:medianews.ge