Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

„კულა“ ერთ წელიწადში ახალციხეში ახალ ქარხანას გახსნის

საკონსერვო კომპანია „კულა“ ერთ წელიწადში ახალციხეში ახალ ქარხანას გახსნის. ამის შესახებ „კომერსანტთან“ კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ განაცხადა. მისი თქმით, ახალი ქარხანა ბიო პროდუქტების წარმოებაზე იქნება ორიენტირებული.

კომპანიას ახალი ხაზის და აღნიშნული ხაზის ამოქმედება ჯამში დაახლოებით 2 მილიონი დოლარი დაუჯდება. კომპანია ნედლეულს ადგილობრივებისგან ჩაიბარებს.

გოგლიძის განცხადებით, ქარხნის მშენებლობა უკვე დაწყებულია. „ევროპაში ბუმია ბიო პროდუქციაზე. ახალი ქარხნის და ახალი ხაზის ამოქმედებაც ამან განაპირობა“-აცხადებს გოგლიძე.

შეგახსენებთ, კომპანია „კულას“ ჯამში 3 ქარხანა აქვს. სამივე გორის რაიონის სოფელ კარალეთში მდებარეობს. პირველი – „კულას“ ქარხანა, მეორე – ხორცის კონსერვების გადამამუშავებელი ქარხანა, მესამე – კომპანია „ჯეო კონცენტრატი“, რომელიც პროდუქციას „კულას“ ბრენდით აწარმოებს.

წყარო:commersant.ge