საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი, ქართველ მეწარმე ქალებს შეხვდა, მათ შორის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს ნინო ზამბახიძეს.
ქალმა მეწარმეებმა კრისტიან ლაგარდთან შეხვედრაზე განიხილეს ის პრობლემები, რაც ხელს უშლის ქალ მეწარმეებს უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები ეკონომიკაში.
შეხვედრისას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და განათლება დასახელდა. მეწარმეებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ შემუშავდეს ერთიანი სტრატეგია, სადაც გაიწერება, თუ როგორ უნდა გახდნენ ქალი მეწარმეები უფრო მეტად ჩართულები ეკონომიკაში. კრისტიან ლაგარდმა გამოთქვა მზადყოფნა ქალი მეწარმეების დასახმარებლად.