Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

კოოპერატივებს სათიბ-საძოვრების პროგრამაში ჩართვა 3 ნოემბრამდე შეუძლიათ

თბილისი (BPI) – მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამაში კოოპერატივების რეგისტრაცია 3 ნოემბრამდე გრძელდება.

29 მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა არანაკლებ 11 მეპაიეა და მფლობელობაში აქვთ არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული, იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა – ტრაქტორები, სათიბები, ასევე სხვა საჭირო ინვენტარი.

პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. პროგრამის მიზანია რაციონალურად და სწორად მოხდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება.

სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული არეალი მაღალმთიანი სტატუსის მქონე 29 მუნიციპალიტეტის – წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, მცხეთის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, საგარეჯოს, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს – იმ დასახლებებს მოიცავს, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, გადამმუშავებელი სიმძლავრეების შექმნის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ააშენებს რძის გადამმუშავებელ საწარმოს.

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც შეუწყობს ხელს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათთვის კეთილდღეობის შექმნას.

წყარო: BPI.GE