Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

“კონა” ევროკავშირში ექსპორტისთვის ემზადება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრის ბენეფიციარი კოოპერატივი „კონა“ ნიდერლანდებში საქონლის ექსპორტისთვის ემზადება. კოოპერატივს უკვე ჰყავს პარტნიორი კომპანია ჰოლანდიაში, რომელთან თანამშრომლობითაც საქონლის ექსპორტს გეგმავს. 

კოოპერატივი „კონა“-ს წარმომადგენლებმა DCFTA საინფორმციო ცენტრისგან მიიღეს შეთავაზება East Invest 2-ის ტრენინგში „SME Academy“ მონაწილეობის შესახებ, რომელიც ევროკავშირში ექსპორტის პოტენციალის მქონე ქართული კომპანიებისთვის იყო განკუთვნილი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა. როგორც კოოპერატივის წარმომადგენელი ნატალია ფარცხალაძე ამბობს სწორედ ამ ტრენინგზე მიღებული გამოცდილება დაეხმარა მას პარტნიორის მოძიებასა და ევროკავშირში ექსპორტის ძირითად დეტალებში გარკვევაში. კოოპერატივის წარმომადგენლები მუდმივად გადიან კონსულტაციას DCFTA საინფორმაციო ცენტრის გორის ოფისთან ევროკავშირში ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე. „კონა“-ს ძირითადი საწარმო შიდა ქართლის რეგიონში, კასპის რაიონის სოფელ ლავრისხევში მდებარეობს. 
კოოპერატივი „კონა“ 5 წევრისგან შედგება, ენპარდის პროგრამის ფარგლებში, ოქსფამისა და მისი კონსორციუმის წევრი ორგანიზაციის ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მხარდაჭერით, კოოპერატივი 2015 წელს შეიქმნა. საწარმოში 19 სახის ბალახეული მოჰყავთ, რომელიც საბოლოოდ ბალახეული ჩაის 12 კომპოზიციად იწარმოება. საწარმოში პროდუქტი გადის ყველა ეტაპს: მოყვანას, გამოშრობას და დაფასოებას. 

წყარო:bm.ge