Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

კომპანია „კულამ“ თევზის და საქონლის კონსერვების წარმოება დაიწყო

საკონსერვო კომპანია „კულამ“ თევზის და საქონლის კონსერვების წარმოება დაიწყო. კომპანიის დამფუძნებელი ვანო გოგლიძე „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში უკვე რამდენიმე კვირაა იყიდება და თან საკმაოდ წარმატებით.

გოგლიძის განცხადებით, ის კომპანიები, რომლებიც შსს-ს და სასაზღვრო პოლიციის ტენდერებში არიან გამარჯვებული, „კულასგან“ იღებს პროდუქციას.

გოგლიძის ინფორმაციით, კონსერვები 400-480 და 500-გრამიან თუნუქის და მინის ქილაშია. რაც შეეხება ფასს, გოგლიძე ამბობს, რომ  400-გრამიანი საქონლის ხორცის კონსერვის ფასი 3.70 ლარიდან იწყება.

მისი განცხადებით, კომპანია ნედლეული ადგილობრივი მწარმოებლებისგან ყიდულობს. „საქართველოს მასშტაბით, სასაკლაოებში დავდივართ და ხორცს ვყიდულობთ. დღეში 5 ტონა საქონელს ვამუშავებთ. “-აცხადებს გოგლიძე.

მისივე განმარტებით, წლის ბოლომდე ასორტიმენტი გაფართოვდება. შედეგად, ქსელში გაიყიდება ცხვრის და ღორის კონსერვებიც.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა „კულას“ კონსერვი კონკურენციის გაწევას და ვინ იქნება ძირითადი კონკურენტი, გოგლიძე განმარტავს, რომ „კულა“ მის მიერ წარმოებული კონსერვებით იპორტირებული პროდუქუციის ეტაპობრივად ჩანაცვლებას გეგმავს. მისი მტკიცებით, ადგილობრივ ბაზარზე მთავარი კონკურენტი იმპორტირებული პროდქუციაა. რა წილის დაკავებას გეგმავს ადგილობრივ ბაზარზე, ამის შესახებ გოგლიძე ვერ საუბრობს.

კომპანიას აღნიშნული ხაზის ამოქმედება ჯამში 2 მილიონი ლარი დაუჯდა. კომპანია ნედლეულს ადგილობრივებისგან იბარებს.

შეგახსენებთ, კომპანია „კულამ“ ახალი ქარხანა გორის რაიონში, სოფელ კარალეთში გახსნა.

წყარო:commersant.ge