Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

კომპანია „ზესხომ“ სუნელების და აჯიკის წარმოება დაიწყო

სვანური მარილის მწარმოებელი კომპანია „ზესხომ“ სუნელების და აჯიკის წარმოება დაიწყო. საუბარია, 2 სახეობის აჯიკაზე (გურული და აფხაზური) და 3 სახეობის (ლობიოს, ხარჩოს და ბაჟეს) სუნელებზე.

კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ალავიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ წარმოებული პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში უკვე შევიდა.

მისი განმარტებით, აჯიკა 250 გრამიან ქილებში გაიყიდება და მისი საბითუმო ფასი 2.50 ლარი იქნება. რაც შეეხება სუნელს, 80 და 90 გრამიანი შეფუთვით პროდუქციის ფასი 2.30 ლარი იქნება.

ალავიძის ინფორმაციით, ახალი ხაზის ასამოქმედებლად ფინური და სხვა ევროპული ფონდებიდან ჯამში 44 000 ლარის გრანტი მიიღეს.

რაც შეეხება სვანურ მარილს, ალავიძის თქმით, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაწყებულმა საქმემ გაამართლა და პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ წარმატებით იყიდება.

შეგახსენებთ, სოციალური საწარმო „ზესხო“ მცხეთაში, ყოფილი რესტორანი „არაგვის“ ადგილზე მდებარეობს. „ჩვენ 2012 წელს მოვიგეთ პროექტი, ევროპის ფონდის და სტრატეგიული კვლევების ცენტრის მიერ გამოცხადებულ სტუდენტულ კონკურსში. სტუდენტებმა სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით ერთერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ითანამშრომლეს. ამ პროექტში გავიმარჯვეთ და ავიღეთ 15 000 ლარი. გარდა ამისა, ვისარგებლეთ მერიის დაბალპროცენტიანი კრედიტით, 10 000 ლარის ოდენობით. ანუ, ბიზნესი 25 000 ლარით დავიწყეთ. ამ თანხით შევიძინეთ საწარმოო საშუალებები, რითიც სვანური მარილი უნდა გვეწარმოებინა. ეს ძველი რეცეპტია სვანეთის მაღალმთიანი სოფელ „ზესხოდან. მცხეთაში, ყოფილი რესტორანი „არაგვის ფართი ვიქირავეთ. ეს არის მცირე საწარმო, რომელსაც შეუძლია აწარმოოს თვეში რამდენიმე ათასი ქილა, დაახლოებით 2 000-3000 ქილა’-აცხადებდა მიმდინარე წლის აპრილში ალავიძე.

წყარო:commersant.ge