Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 105 მილიონ ლარს გადააჭარბა

კახეთის რეგიონში 94 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 105 მლნ ლარს გადააჭარბა. ყურძენი ღვინის კომპანიებს 12 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, აქტიური რთველი უახლოეს დღეებში საგარეჯოში გადაინაცვლებს, რაც ნიშნავს, რომ კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რთველი დასასრულს უახლოვდება. 

მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 44,3 ათასი ტონა რქაწითელი, 42,8 ათასი ტონა საფერავი, 2,85 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 3,8 ათასი ტონა შეადგინა. 

მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელში გადამუშავებულია – 30,3 ათასი ტონა, გურჯაანში – 26 ათასი ტონა, თელავში – 17,7 ათასი ტონა, სიღნაღში – 8,7 ათასი ტონა, ლაგოდეხში – 3,1 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში – 2,3 ათასი ტონა, ახმეტაში – 3 ათასი ტონა და საგარეჯოში – 2,8 ათასი ტონა.

წყარო:BusinessMediaGeorgia