Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ვისოლ ჯგუფი და ილიას უნივერსიტეტი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პარტნიორობით , ახალგაზრდულ სოციალურ პროექტს იწყებს

ვისოლ ჯგუფი და ილიას უნივერსიტეტი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პარტნიორობით , ახალგაზრდულ სოციალურ პროექტს იწყებს.
ილიას უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტს საშუალება მიეცემათ იმოგზაურონ საქართველოს რეგიონებში, გაეცნონ ქვეყნის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ტურიზმის მიმართულებით გამოწვევებს, რათა იზრუნონ მათ განვითარებაზე.
საზაფხულო მოგზაურობა #იზრუნე 6 აგვისტოს დაიწყება და თვის ბოლომდე სტუდენტები ოთხნაკადად გაემგზავრებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე ყაზბეგსა და დედოფლისწყაროში.
მონაწილე სტუდენტები,ბანაკის თემატიკიდან გამომდინარე,საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით დაეხმარებიან სოფლის მეურნეობაში,აგრეთვე ტურიზმის მიმართულებით დასაქმებულ ადგილობრივ ფერმერებს.
პროექტი, რომელიც საპილოტე რეჟიმში ხორციელდება, პარტნირები არიან “საქართველოს ფერმერთა ასოციაცია”,არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN და USAID.