29 აპრილს, ვებინარი თემაზე: ონალინ გაყიდვები – კრიზისის მართვა თუ ახალი შესაძლებლობა რძის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის გაიმართა. ვებინარს უძღვებოდა ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, გიორგი ბერეჩიკიძე.
ვებინარზე მსმენელები გაეცნენ შემდეგ თემებს:
✅ციფრული არხებით პროდუქციის გაყიდვის პროცესის/ციკლის აღწერას და სპეციფიკაციებს
✅ციფრული ვაჭრობის უპირატესობებს
✅ციფრული ვაჭრობის სირთულეებს რძის პროდუქტების კომპანიებისთვის
✅ქართული ონლაინ გაყიდვების პლატფორმებს
✅სოციალური მედია – ბრენდის ცნობადობის გაზრდა თუ გაყიდვის დამატებითი არხი და შესაძლებლობა
✅ციფრული გაყიდვების ანალიზი და მონიტორინგი – ძირითადი წარმატების ინდიკატორები
ვებინარის ვიდეო ჩანაწერი იხილეთ ბმულზე:
ვებინარზე გამოყენებული პრეზენტაცია კი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: Farmers association webinar