Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ერთი ბრენდის ისტორია – Schuchmann Wines Georgia აწარმოებს ხარისხს და არა რაოდენობას

თბილისი (BPI) – ევროპული მენეჯმენტი, ქართული პროდუქცია- ასეთია კომპანიის მთავარი ფილოსოფია. მთლიანი გუნდი დასავლურ განათლებას იყენებს იმისთვის, რომ აწარმოოს სუფთა ქართული პროდუქცია.

Schuchmann Wines Georgiaაწარმოებს ღვინოს, რომელიც ყველა სეგმენტსა და გემოვნების ადამიანზეა გათვლილი. კომპანიის პორტფელში არის როგორც მსუბუქი, არომატული საზაფხულო და ხალისიანი წითელი ღვინოები, ასევე დარეზერვებული ძვირფასი, ოქროს ხაზის, განსაკუთრებული გურმანი მომხმარებლისათვის – ეს ის ღვინოებია, რომელთაც ცოტა მეტი სიღრმე, გაანალიზება და ფიქრი სჭირდებათ.

კომპანიის მთავარი სტრატეგიაა “ვაწარმოებთ არა რაოდენობას, არამედ ხარისხს.”

დაფუძნების იდეა

კომპანია  „შუხმან ვაინს ჯორჯია“ 2009 წელს დააფუძნა გერმანელმა მეცენატმა, ბიზნესმენმა ბურჰარდ შუხმანმა. საქართველოზე, ქართულ ტრადიციებსა და ღვინოზე შეყვარებულმა გერმანელმა შეიძინა ვენახები, გააშენა შატო და ღვინის მოყვარულთათვის დღეს უკვე კარგად ნაცნობი ღვინის ჩამოსხმა დაიწყო.

ღვინის მწარმოებელი კომპანია  Schuchmann Wines Georgia  გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი აცხადებს, რომ თავდაპირველად კომპანია რამოდენიმე, დაახლოებით 4-5 ტიპის  ღვინოს აწარმოებდა, უმნიშვნელო იყო ექსპოროტის მაჩვენებლებიც. სულ თავიდნ იყო მცირე ზომის მარანი „ვინოტერა“ , სადაც კეთდებოდა მცირე რადოენობით ღვინო. ახლა იწარმოება 20-ზე მეტი დასახელების ღვინო.

2012-2013  წლები არის კომპანიისთვის გადამწყვეტი. მაშინ, კომპანიამ  ბაზრების დივერსიფიცრება მოახდინა. შესაბამისად, გაიზარდა წარმოება, საექსპორტo ბაზრები და ღვინის ასორტიმენტი. დღეს Schuchmann Wines Georgia -ს ღვინო 25-მდე ქვეყანაში იყიდება.

კომპანიის წარმატების ფორმულა

„ღვინო არის კომპანიის ამოსავალი, ძირითადი ბიზნეს მიმართულება, საიდანაც დაიწყო კომპანიამ ფუნქციონირება.თუმცა, წარმატება მოიტანა სხვადასხვა სფეროში ჩვენმა აქტიურმა მუშაობამ. ეს არის ღვინის ტურიზმი, ღვინის სპა, გასტრონომიული მიმართულება. ასევე, საერთაშორისო შემომყვანი ტურისტული კომპნია „შუხმან თრეველი“.  ამ მიმართულებებმა გახადა კომპანია მოკლე ხანში საინტერესო. გარდა ამისა, ჩვენმა აქტიურმა ღონისძიებებმა და სხვადასხვა სახის მარკეტინგულმა აგრესიულმა კამპანიამ საერთაშორისო ბარზებზე“, – აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

მთავარი სირთულე

კომპანიაში  იყო პროექტები, რომელიც  სხვადასხვა სირთულის გამო არ განხორციელდა. თუმცა, ამას კომპანიის მენეჯმენტი შემდეგნაირად უყურებს: თუკი რამე პროექტი არ განხორციელდა და მას რაიმე სირთულე ახლდა, ვთვლით, რომ ეს არ იყო მაშინ რელევანტური. თუმცა, როდისმე ის აუცილებლად განხორციელდება”.

„შესაბამისად, ყველა სირთულეს ვუყურებთ დადებითად და გამოცდილების მიღების კუთხით. შესაბამისად, ეს სირთულეები ძალიან მალე მიეცემა ხოლმე დავიწყებას. ამიტომ სირთულეებს  ასე ვერ გამოვყობდი“, – აცხადებს აბრამიშვილი.

ლოგოს და სახელის ისტორია

ზოგადად, ბრენდი  Schuchmann-ი არის მეცენატი Burkhard Schuchmann-ის სახელის მატარებელი. შესაბამისად, გვარი მეორდება ბრენდზე.  ნუცა აბრამიშვილი ამბობს, რომ მათთის მნიშვნელოვანია, ბრენდი იყოს ყოველთვის მაღალი სტანდარტების, მაღალი ხარისხის. არ აქვს მნიშვნელობა ეს რომელ სექტორს მიეკუთნება, ღვინის წარმოებას, სერვისს, სპას. ყველა მიმართულებაში უმნიშვნელოვანესია ბრენდი და ლოგო Schuchmann-ი.

„უმნიშვნელოვანესია, ატარებდე ადამიანის სახელს, ბატონი Schuchmann-ის სახელს, რომლისთვისაც დიდი პატივი იყო თავისი სახელი ჩვენს ყველა მიმართულებაზე  გადმოეტანა“-აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

რატომ Schuchmann Wines Georgia

„ვფიქრობ, ჩვენი მომხმარებელი, სტუმარი მაღალი გემოვნების მქონე ადამიანია. იგი ნამდვილად აფასებს ჩვენს გასტრონომიულ სიახლეებს სამზარეულოში, ხვდება იმ ღვინის ელემენტებს, რომელსაც  ჩვენ ვთავაზობთ. შესაბამისად, ჩვენი სტუმარი, ჩვენი მომხმარებელი არის გემოვნებიანი, პრეტენზიული. ამიტომ, ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ კომპანიის მენეჯმენტში ვინც ვართ ნომერ პირველი მომხმარებლები ვართ ჩვენი პროდუქტის და მომსახურების. შესაბამისად, ჩვენ ვართ საკმაოდ, პრეტენზიული, მომთხოვნი ადამიანები. როდესაც ჩვენ მოგვწონს და მისაღებია, მაშინაა ის ყველასთვის მისაღები. ჩვენ ვართ ნომერ პირველი მზომი ამ წარმატების, თუ რატომ Schuchmann-ი. ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც ისეთი გურმანი  ადამიანისთვისაა, ვისთვისაც გემოები და გრძნობებია მნიშვნელოვანი. გემოები გასტრონომიაში, გემო და არომატი ღვინოში,  გრძნობები კი  – სპაში. ჩვენ ყველა იმ სერვისს ვაწარმოებთ, რომელიც აბედნიერებს”.

წყარო:BPI