გსურთ გაიგოთ განათლებისა და დასაქმების რა შესაძლებლობებს სთავაზობს ახალგაზრდებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „(SECTORs) უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“ გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში”.
ასევე წარმოადგენთ ადგილობრივ ბიზნესს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას – ჩვენი პროექტი თქვენთვისაა!!!!
პროექტის მიზანია საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესება სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად უყურეთ LIVE ჩართვას 9 დეკემბერს 12:15 საათიდან გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის Facebook გვერდის საშუალებით.
პროექტს „(SECTORs) უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“,პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსიტუტთან და ასოციაცია “ათინათთან” პარტნიორობით.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers’ Association
Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტი
Association Atinati / ასოციაცია ათინათი