სიდას ორგანიზებით თბილისისა და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა გაიმართა : „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და სამოქალაქო საზოგადოების როლი მისი განხორციელების პროცესში.“
შეხვედრაზე ,სადაც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტის მენეჯერი ქეთი გოგოჭურის მონაწილეობდა, განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: სამოქალაქო საზოგადოების როლი DCFTA-ის განხორციელების პროცესში, ადვოკატირების მნიშვნელობა DCFTA-ის განხორციელების პროცესის გაუმჯობესებისთვის, DCFTA – როგორც უმთავრესი სავაჭრო ინსტრუმენტი ევროკავშირთან და მისი განხორციელებით დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მნიშვნელობა, DCFTA-ის მიმართულებით არსებული შესაძლებლობები, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები.
შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია – სამოქალაქო საზოგადოების ქსელი როგორც ადვოკატირების ინსტრუმენტი.