Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

დაფნის ქარხანა ასანთის წარმოების სანაცვლოდ -რატომ უთხრეს უარი ბანკებმა ბიზნესმენს ასანთის ქარხნის აშენებაზე?

ბიზნესმენი ემზარ  ბასილია  სამეგრელოში  ქართული ასანთის წარმოების  სანაცვლოდ დაფნის ბიზნესს იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“  თავად ბიზნესმენმა განუცხადა. მისი განცხადებით, სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში ბასილიას კომერციული ბანკებიდან ასანთის  ქარხნის ასაშენებლად დაახლოებით 2 მილიონი ლარის შეღავათიანი სესხი უნდა მიეღო.

პროექტისთვის კომპანიას, ხობში,  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 18 136 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა.

ბასილია  ქართული ასანთის წარმოებით იმპორტირებული პროდუქციის სრულად ჩანაცვლებას აპირებდა. 2016 წელს, „კომერსანტის“  კითხვაზე, რამდენად მომგებიანი იქნებოდა ასანთის წარმოება იმ დროს, როდესაც ტექნოლოგიები ვითარდებოდა და ასანთი ნაკლებ აქტუალურია, თამაზ ბასილია აცხადებდა, რომ „თითო შეკვრა ასანთი მაინც ყველა ოჯახშია“.

დღეს ბიზნესმენი აცხადებს, რომ კომერციულმა ბანკებმა სესხი ბიზნესის არარენტაბელურობის გამო არ მისცეს. „მითხრეს, რომ ასანთის წარმოება არ იქნება მომგებიანი და დაფნის წარმოება შემომთავაზეს.  ახლა ამ მიმართულებით ვმუშაობ. ბიზნეს–გეგმა უკვე წარდგენილი მაქვს და დაფინანსებას ველოდები.“-აცხადებს ბასილია.

მისი თქმით, ხობში ქარხნის მშენებლობა უკვე დაწყებულია და მისი დასრულება 2018 წლის გასაფხულისთვის იგეგმება.  ბასილიას განცხადებით, დაფნა დღეს საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია. მისივე მტკიცებით, უკვე მოძიებულია საექსპორტო ბაზრები, მათ შორის, რუსეთი, ევროპის ქვეყნები.

ბასილიას განცხადებით, პროექტში, ასანთის ქარხნის მსგავსად, 1.2 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

შეგახსენებთ, ბიზნესმენმა ასანთის ქარხანის მშენებლობა 2015 წელს დაანონსა, რომელიც შემდეგ დაფნის წარმოების დაწყების იდეით ჩაანაცვლა.

წყარო:commersant.ge