Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

დასავლეთ საქართველოში თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის ხვალიდან სასწავლო პრაქტიკული სემინარები ჩატარდება

დასავლეთ საქართველოში თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის ხვალიდან სასწავლო პრაქტიკული სემინარები ჩატარდება. 

სემინარებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გამართავენ.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, სასწავლო პრაქტიკულ სემინარებზე ფერემერებს დეტალურად მიაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიებით თხილის მოვლა-მოყვანა, დაავადებებთან და მავნებელთან ბრძოლის მიზნით შეწამვლითი ღონისძიებების ჩატარება.

სასწავლო პრაქტიკული სემინარების ჩატარება ხვალ სამეგრელოს რეგიონიდან დაიწყება და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული ღონისძიებები ხვალ, 11:00 საათზე ზუგდიდში (სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზი, ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას ქ. 45) და 15:00 საათზე სენაკში (სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზი, ი.ჭავჭავაძის ქ. 103) გაიმართება.

26 ოქტომბერს, ფერემერებს სემინარებზე დასწრება 11:00 საათზე ხელვაჩაურსა (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზი, დიდაჭარის ქ. 23) და 15:00 საათზე ოზურგეთში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზი, კოსტავას ქ. 1) შეეძლებათ.

27 ოქტომბერს სამტრედიის, ზესტაფონის, ხონის, ვანის, წყალტობოს, თერჯოლისა და ბაღდათის წარმომადგენელ ფერმერებს 12:00 საათზე სამტრედიის საკრებულოს სხდომათა დარბაზი (სამტრედია, რესპუბლიკის ქ.6) უმასპინძლებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ღონისძიებები თხილის ხარისხიანი მოსავლის მიღებას შეუწყობს ხელს.

მასალა მომზადებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით. 

წყარო:interpressnews.ge