ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (BSOs) გაძლიერება

18-19 აპრილს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, პროექტ „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ ფარგლებში ორ დღიან სამუშაო შეხვედრა გაიმართა , რომელსაც საერთაშორისო კერძო კომპანიების ცენტრის უფროსი კონსულტანტი, კარმენ სტანილა უძღვებოდა.

შეხვედრას ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად, ორმოცამდე ასოციაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, სადაც განხილეს ორგანიზაციის მდგრადობის, პრობლემებისა და სერვისების, წევრობის, ასოციაციების მართვისა და ფინანსების მოძიების საკითხები.

სამუშაო შეხვედრა პრაქტიკულ ქეისებზე იყო დაფუძნებული და ღონისძიების მონაწილე ასოციაციის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება , როგორც ორგანიზაციის მართვის საკითხებში ასევე, მეწარმეებთან ურთიერთობაში.

სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ , ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი გადაეცათ.

ორ დღიანი სამუშაო შეხვედრა პროექტის „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ხუთი ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმის მიერ – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტი (ISET-PI), ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) და ასოციაცია „ათინათი“ (ATINATI), საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ხელმძღვანელობით.