Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ახალი შესაძლებლობა წალკელი მეწარმეებისთვის

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ეს წალკაა” ფარგლებში,  წალკელ მეწარმეებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.

წალკის მუნიციპალიტეტიდან დაინტერესებულ მეწარმეებს ბიზნეს იდეებით შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სასწავლო კურსში, აითვისონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ბიზნეს გეგმების მომზადებაში, რათა მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში”და/ან სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული “მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამაში”.

აღნიშნული რეგიონის  მეწარმეებს შეუძლიათ შეავსონ განაცხადი მითითებულ ბმულზე-https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=350287 . ბიზნესმიმართულებები – აგროტურიზმი, ტურიზმი, ვეტერინარია, ხელოვნური განაყოფიერება, რძის პირველადი წარმოება და გადამუშავება.

შერჩევის შედეგად 20 ბენეფიციარი მომზადებას გაივლის თებერვალის თვეში, ხოლო  განაცხადების მიღება დასრულდება 31 იანვარს. 

პროექტის “ადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში” მიზანია მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონის შემცირება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვითა და კლიმატისადმი მედეგი სოფლის ეკონომიკის მხარდაჭერით. პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით .