საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (იტალიიდან ლიეტუვიდან და მოლდოვიდან) , ახალი პროექტი “მზის ქვეშ” დაიწყო, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ბიო/ორგანული აგრო-სასურსათო პროდუქტების სექტორის გაძლიერება ევროკავშირის ბაზარზე წვდომის ხელშეწყობით;
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დასამყარებლად, პროექტის ფარგლებში შერჩეული კანდიდატებისთვის იგეგმება ბიზნესებს შორის (B2B) შეხვედრების ორგანიზება. შეხვედრები სიცილიაში, მიმდინარე წლის 28 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება;
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად გადადით მოცემულ ბმულზე: