Gfa

თბილისი

თბილისი, ე.ნინოშვილის 64

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

აჭარული ნივრის პერსპექტივები – რეგიონში წარმოების ზრდას გეგმავენ

აჭარის მთავრობა ნივრის წარმოების ზრდას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ნიორი ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა, ადგილობრივი ხელისუფლება აღიარებს, რომ მოსავლიანობა საკმაოდ დაბალია. მიზეზად ამ დროისთვის მოძველებული ტექნოლოგიები და დაბალპროდუქტიული სარგავი მასალა სახელდება.

ნიორი აჭარაში ძირითადად ხულოსა და შუახევის მთის მოსახლეობას მოჰყავს და სულ 30 ჰექტარმდე ფართი უკავია. საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 4-6 ტონაა და მთლიანი მოსავალი 180 ტონას აღწევს.

აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ მთის ზონაში ნიადაგურ-კლიმატური პირობები მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მნივრის წარმოების საშუალებას იძლევა და მოსავლიანობის გაზრდა ჰექტარზე 10-12 ტონამდე შეიძლება გაიზარდოს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მაღალშემოსავლიანი ჯიშების სათესლე მასალის გამოყენების შემთხვევაში.

მაღალპროდუქტიულ ჯიშად უკრაინული წარმოშობის „ლიუბაშა“ სახელდება, გამოირჩევა ბიოეკოლოგიური თავისებურებებით, ახასიათებს გვალვა და ყინვა გამძლეობა.

გეგმის განხორციელების მიზნით, 2018 წლის ბიუჯეტში უკვე გაწერილია კონკრეტული პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 374 000 ლარს მოიცავს.

წყარო:bpi.ge