Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ასოციაციისა და ფერმერების შესაძლებლობების განვითარება გეოგაპის სერტიფიცირების სქემის საშუალებით

2019 წელს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ჰოლანდიის მთავრობის (Orange Knowledge Programme | Nuffic) დაფინანსებით პარტნიორ კომპანიებთან Q-Point bv და STAR Consulting LTD ერთად ახორციელებს პროექტს  “საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და ფერმერთა ჯგუფების შესაძლებოლების განვითარება: ღირებულებათა ჯაჭვის მართვა, ხარისხის მენეჯმენტის სისტემები და სურსათის უვნებლობა – ქართული კარგი სასოფლო სამეურნეო პრაქტიკების (გეოგაპის) სტანდარტის ხელშეწყობა ხილისა და ბოსტნეულის პირველადი წარმოებისათვის”. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრების, ტრენინგებისა და საველე გასვლების სერია, სადაც მონაწილეები გაეცნენ ყველა მნიშვნელოვან, თანამედროვე და ინოვაციურ მიდგომებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროებში.