პორტალი სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებსა და ასოციაციებს საშუალებას აძლევს განათავსონ ინფორმაცია თავისი ორგანიზაციის, სერვისების და სიახლეების შესახებ. პორტალის მიზანია, ხელი შეუწყოს ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების, ასოციაციების, ფერმერების, მეწარმეების და სხვა დაინტერესებული მხარეების ერთმანეთთან დაკავშირებას.
ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების პორტალი შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ — ფარგლებში. პროექტი განხორციელდა ხუთი ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმის მიერ — ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტი (ISET-PI), ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) და ასოციაცია „ათინათი“ (ATINATI), საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ხელმძღვანელობით.
«ეს პორტალი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.”
ა(ა)იპ „ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“
(AFAD) ჩამოყალიბდა 2014 წელს სოფლის მეურნეობის დარგობრივი სპეციალისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ინიციატივით. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული პრობლემების მოგვარებას დარგში დასაქმებული ფერმერებისა და დარგის სპეციალისტებისთვის ცოდნის მიწოდების ხელშეწყობით. ასოციაცია აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობაში ექსტენციის განვითარების საქმეში რეგიონის მასშტაბით.
საქართველოს სოკოს მწარმოებელთა ასოციაცია / Georgian Mushroom Growers’ Association დაფუძვნდა 2017 წელს და აერთიანებს სოკოს მცირე და საშუალო მეწარმეებს. ორგანიზაციის მისიაა მაქსიმალურად კარგი გარემოს შექმნა საქართველოში სოკოს წარმოების განვითარებისთვის, პროდუქციის პოპულარიზების გაზრდა, ხარისხის დაცვა და პროდუქციის იმპორტის შემცირება.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია (GDBA) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის ფარგლებში, მიზნად ისახავს აუცილებელი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და საერთო პოლიტიკის შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სადისტრიბუციო ბიზნესის, როგორც დარგის განვითრებას.
ა(ა)იპ „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი"
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი, როგორც ა(ა)იპ დაფუძნდა 2006 წლის მარტში, მანამდე სამწლიანი გამოცდილების მქონე საინიციატივო ჯგუფის წევრთა მიერ. მისი დამფუძნებლების რწმენით, რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა შესაძლებელია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და შესაბამისი უნარების განვითარების გზით.
2018 წლის აპრილის თვეში დაფუძვნდა „რაჭის მდგრადი განვითარების ასოციაცია“. მთავარი მიზანია რეგიონის მდგრადი განვითარება და რეგიონში შესაბამისი პროექტების განხორციელება.
ა(ა)იპ „პროფესიული სწავლების და ტრენინგების ცენტრი“
ა(ა)იპ „პროფესიული სწავლების და ტრენინგების ცენტრი“ (შემდგომში ორგანიზაცია), არის არასამთავრობო, არაფორმალური, პროფესიული საგანმანათლებლო ორგანიზაცია. ორგანიზაციაში ფუნქციონირებს ქალ მეწარმეთა და ფერმერთა საკონსულტაციო მომსახურების სამსახური. ასევე ფუნქციონირებს ორგანიზაციასთან არსებული, საკონსულტაციო სამსახურები: სამტრედიასა და ტყიბულში.
ა(ა)იპ „ველური სოკოების შემგროვებელთა და მწარმოებელთა ასოციაცია"
ველური სოკოების შემგროვებელთა და მწარმოებელთა ასოციაცია – სოკოები, რომლებიც იზრდება ველურად, არ არის კულტივირებული. მათი საექსპორტო ღირებულება თითქმის 3-ჯერ აღემატება კულტივირებულს. ასოციაციის მიზანია ერთად შეიკრას გუნდი, რომელიც ტყის არამერქნული პროდუქციის ამ შემთხვევაში სოკოსი, შეგროვებით, წარმოებით და სამომავლოდ ექსპორტით იქნება დაკავებული.
ა(ა)იპ საქართველოს ბიო პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია
ა(ა)იპ ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია
ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისი
ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისი შეიქმნა 2017 წელს ბიზნესის ექსპერტების და კონსულტანტების მიერ და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს იყვნენ კონკურენტუნარიანი როგორც შიდა, ასევე საექსპორტო ბაზრებზე, მეწარმეებმა შეძლონ მიზანდასახულად გააძლიერონ და განავითარონ თავიანთი ბიზნესები.
ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC), 19 წელზე მეტია საქმიანობს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, კერძოდ – იმერეთის, რაჭა, ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში. გააჩნია საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსი: ქუთაისში, ქ. ამბროლაურში და ცაგერში რესურს ცენტრები.
ორგანიზაციის მისია/მიზანი- ჰუმანიტარული და ეთნოკულტურული გარემოს დაცვა, სამოქალაქო განათლების გზით ეკოლოგიური ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება ფართო მასებში, ეკოსაგანმანათლებლო ცენტრის შექმნა მოზარდებისთვის, რეგიონალური განვითარების პროგრამებში მონაწილეობის გზით საზოგადოების ეკოლოგიური და დემოგრაფიული ფასეულობების გავრცელება, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა.ეკოტურიზმისა და ბიოფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვა.