Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ჩაქაფულისა და ყაურმის კონსერვები – “კულა” ახალ ქარხანას ხსნის

“კულა” გორში ხორცის კონსერვების მწარმოებელ ქარხანას ხსნის. პროექტის გახსნა დღეს გორშია დაგეგმილი. 

როგორც “საქმის კურსს” კომპანიის ხელმძძღვანელმა ვანო გოგილიძემ განუცხადა, წარმოებაში უკვე ჩადებულია 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია და სამომავლოდ დაახლოებით კიდევ ნახევარი მილიონი დოლარის დამატება იგეგმება. 

ადგილზე აწარმოებენ არამხოლოდ კლასიკურ ხორცის კონსერვს, არამედ ქართული ტრადიციული კერძების კონსერვებს, როგორიცაა – ჩაქაფული, ჩაშუშული, ყაურმა. მოგვიანებით წარმოებას დაემატება სხვადასხვა სახეობის პაშტეტი. 

ადგილზე 40-მდე ადამიანი დასაქმდება. კომპანია ნედლეულს ადგილობრივებისგან ჩაიბარებს.

ქარხანაში წარმოებული პროდუქცია წლის ბოლომდე დახლებზეც გამოჩნდება.

წყარო:bm.ge