Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ფერმერთა პროდუქტები  მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ფერმერები სამცხე-ჯავახეთიდან და მიმდებარე რეგიონებიდან  ბაკურიანში, ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ჩემპიონატის სოფელში ქართული პროდუქტით არიან წარმოდგენილები.

მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ყოველდღიურად, ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სტენდთან შესაძლებლობა აქვთ ფერმერების მიერ წარმოებული ჯანსაღი პროდუქტები დაგემოვნონ და შეიძინონ. „ რამდენიმე კვირის განმავლობაში ფერმერებს ეძლევათ შესაძლებლობა ,რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქტი გააცნონ მსოფლიო ჩემპიონატზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარსა და მონაწილეს. მოახდინონ პროდუქტების რეალიზაცია და პროდუქტის ცნობადობა გაზარდონ. ჩვენს სტენდთან ყოველდღე სხვადასხვა ფერმერები იქნებიან წარმოდგენილი. შესაბამისად, სტუმარს შესაძლებლობა ექნება ყოველდღე ახალი პროდუქტი დააგემოვნოს და შეიძინოს,“- აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი კოჭლამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც 18 თებერვალს ბაკურიანში საზეიმოდ გაიხსნა. მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.