Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

პროფესიული განათლების ცნობიერების ამაღლება

5 აპრილს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ცნობიერების ამაღლების გამოწვევებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს , სოციალური მომსახურების სააგენტოს, კერძო სექტორის, დონორი ორგანიზაციებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანი, რომელიც პროექტ “კომპეტენციები დასაქმებისთვის” ევროკავშირის ,,EU4YOUTH“ პროგრამის ფარგლებში გაიმართა, სამუშაო ჯგუფის შექმნა იყო, რადგან მოქალაქეების ცნობიერება პროფესიულ სწავლებაზე არ არის სათანადო დონეზე.

აღნიშნულ პროექტს  „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია” world vision-თან ერთად ახორციელებს,  რომელიც ხელს უწყობს პროფესიულ სწავლებას. მათ შორის შშმ პირებისთვის, კონფლიქტში მყოფი ადამიანებისთვის და სოციალურად დაუცველი პირებისთვის.

პროექტი “კომპეტენციები დასაქმებისთვის” გასული წლის 15 თებერვალს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება. ის 4 რეგიონს მოიცავს, ესენია: იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, მცხეთა-მთიანეთი. პროექტის ფარგლებში პროფესიული სასწავლებლები გადამზადების მსურველებს შემოდგომიდან მიიღებს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 1.5 მლნ ევროა, საიდანაც 1.4 მლნ ევროს ევროკავშირი აფინანსებს.