Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

„ერთიანი აგროპროექტის“ ბენეფიციარებმა მსოფლიოში უმსხვილეს სასურსათო პროდუქტების გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა

გერმანიის ქალაქ კიოლნში, მსოფლიოში უმხსვილესი საკვები და სასმელი პროდუქტების გამოფენა ANUGA 2017 იმართება, USAID/REAP-ის  მხარდაჭერით დაფნის, ჩაის, ხილის და კენკროვანი კულტურების გადამუშავებელი 7 კომპანია იღებს მონაწილეობას. USAID/REAP-მა სრულად დაუფინანსა ბენეფიციარებს საგამოფენო სივრცის მოწყობა და უზრუნველყო კომპანიები სხვადასხვა სახის მარკეტინგული მასალით.

კომპანიებმა წარმოადგინეს თავიანთი პროდუქცია, გამართეს შეხვედრები დარგში მოღვაწე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და დაამყარეს საქმიანი ურთიერთობები საერთაშორისო კომპანიებთან, რაც მომავალში ხელს შეუწყობს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. 

ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, USAID/REAP-სა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები  სხვადასხვა გამოფენასა და დეგუსტაციებში მონაწილეობენ.

ANUGA 2017 უკვე 98-ჯერ ტარდება და ის მოიცავს 280,000 კვ/კლ საგამოფენო სივრცეს სადაც 100-ზე მეტი ქვეყნის 7000-ზე მეტ წარმომადგენელს აქვს საშუალება წარმოადგინოს თავიანთი პროდუქცია და დაამყაროს სხვადასხვა ბიზნეს კავშირები.

წყარო:commersant.ge