«ჰერბიას» მიწა 1 ლარად გადაეცა

მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი «ჰერბია» ფართოვდება. კომპანია ბოსტნეულის გადამამუშავებელი ცენტრის აშენებას გეგმავს. მთავრობამ უკვე გადასცა «ჰერბიას» წყალტუბოში მდებარე 23 536 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. კომპანიას ქონება ერთ ლარად გადაეცა. 

საინვესტიციო ვალდებულებაა, რომ კომპანიამ ადგილზე მილიონ 315 ათასი ლარი ჩადოს. 

«ჰერბიას» ხელმძღვანელი ზურაბ ჯანელიძე „საქმის კურსთან“ ამბობს, რომ ადგილზე მოიყვანენ და გადაამუშავებენ: პომიდორს, კიტრს, წიწაკას, სტაფილოს. 

პროდუქციის ნაწილი ადგილზევე შეიფუთება. ზურაბ ჯანელიძე საექსპორტო ქვეყნების დამატებასაც არ გამორიცხავს. 

მათივე ვალდებულებაა, წლიურად არანაკლებ 15 ტონა ბოსტნეული გადაამუშაონ და არანაკლებ 150 ტონა ბოსტნეული/მწვანილი აწარმოოონ. 

«ჰერბია» შეფუთულ მწვანილს 2006 წლიდან აწარმოებს და ყიდის როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ.

წყარო:bm.ge