Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

საქრთველოს ფერმერთა ასოციაციამ კონსორციუმის წევრ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გამართა

საქრთველოს ფერმერთა ასოციაციამ კონსორციუმის წევრ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პროექტი მიზნად ისახავს მცირე და საშუალო აგროსაწარმოების ევროკავშირის ბაზარზე გასვლაში დახმარებას პროექტი მჭიდროდ ითანამშრომლებს ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან (ბმო). პრეზენტაციაზე, ასევე, საზოგადოებას გააცნეს სოფლის მეურნეობის დარგში ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების საჭიროებათა კვლევის შედეგები. 18 ოქტომბერს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ (GFA), პარტნიორ ორგანიზაციებთან: ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან (ISET), ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან (EDA), სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა (CiDA) და ასოციაცია „ათინათთან“ (ATINATI) ერთად, ახალი პროექტის „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე, ასევე, საზოგადოებას გააცნეს სოფლის მეურნეობის დარგში ბიზნესის მხარდამჭერი ასოციაციების საჭიროებათა კვლევის ანგარიში.

ევროკავშირი სოფლის მეურნეობის სექტორში ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების გაძლიერების პროექტს 1.3 მილიონზე მეტი ლარით (450.000 ევროზე მეტი) აფინანსებს. პროექტი, თავის მხრივ, ამ ორგანიზაციების წევრ მცირე და საშუალო საწარმოებს ხელს შეუწყობს, რომ დააკმაყოფილონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეგულაციები და გაიუმჯობესონ საქმიანი ურთიერთობები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. „DCFTA-ის ფარგლებში, ევროკავშირმა და საქართველომ ქართულ პროდუქციაზე ყველა საიმპორტო გადასახადი გააუქმა. საქართველოში სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანი სექტორია, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილია დასაქმებული, შესაბამისად, ექსპორტის ახალი შესაძლებლობები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დარგის განივთარებისათვის. აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეებისთვის იმისათვის, რომ შეძლონ მათ მიერ წარმოებული პროქდუქციის ექსპორტი ევროკავშირში და DCFTA-ის შესაძლებლობებით სარგებლობა.“ – კარლო ნატალე, ევროკავშირის ელჩის მოადგილე – ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. „დღეისათვის, საქართველოში აგროწარმოების განვითარებისთვის და DCFTA-ის შესაძლებლობების სრულად რეალიზებისთვის აუცილებელი ფაქტორებია: ზოგადი ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის ბაზრის შესახებ, ევროკავშირის მოთხოვნების ცოდნა პროდუქტების მიმართ, ბიზნესის სტრატეგიული დაგეგმვა და ა.შ. ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმეებს სურთ ამ თემებზე მეტი კონსულტაციებისა და ტრენინგების გავლის საშუალება ჰქონდეთ. შესაბამისად, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების შესაძლებლობის ზრდა იქნება მათი მხარდაჭერისთვის ეფექტიანი გზა. ეს მათ ხელს შეუწყობს DCFTA-ს სურსათის უვნებლობის რეგულაციების დაკმაყოფილებასა და პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში.“ – ნინო ზამბახიძე, თავმჯდომარე – საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.

პროექტის მთავარი მიზანია ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (BSO) გაძლიერება სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში, რათა მათ შემდგომში ეფექტური დახმარება გაუწიონ მათ წევრ მცირე და საშუალო საწარმოებს (SME) ისეთ საკითხებში როგორიცაა: ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება და ევროკავშირის ბაზარზე ხელმისაწვდომობა. იმისათვის, რომ გამოვლენილიყო საქართველოში არსებული ბმო-ების საჭიროებები და გამოწვევები, ჩატარდა საჭიროებათა კვლევა. გამოიკითხა 47 ბმო და 114 მეწარმე. ასევე, ინტერვიუები ჩატარდა სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბსო-ებმა უნდა მოიპოვონ სანდოობა მათ წევრ და არაწევრ კომპანიებს შორის; საჭიროა კომუნიკაციისა და ძლიერი ორგანიზაციული სტრუქტურის არსებობა და ეკონომიკის საკითხების, მათ შორის, DCFTA-ს მოთხოვნების ცოდნა. საჭიროებათა კვლევის მიხედვით, პროექტის ფარგლებში, შემუშავებული იქნება ტრენინგები სურსათის უვნელობაზე, ექპსორტისა და ორგანიზაციული განვითარების საკითხებზე. ამავე დროს, ბმო-ები მხარდაჭერილი იქნებიან წევრთა ბაზის განვითარებისა და კომუნიკაციის საშუალებების გაუმჯობესების მიმართულებითაც. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ბმო-ების მხარდასაჭერად მცირე საგრანტო პროგრამის განხორციელებას. პროექტის შესახებ პროექტის – სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა – მთავარი მიზანია ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (BSO) გაძლიერება სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში, რათა მათ შემდგომში ეფექტური დახმარება გაუწიონ მათ წევრ მცირე და საშუალო საწარმოებს (SME) ისეთ საკითხებში როგორიცაა: ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება და ევროკავშირის ბაზარზე ხელმისაწვდომობა.