რა თანხა გამოიყოფა ფაროსანასთან საბრძოლველად? — სამინისტრო პროექტს წარადგენს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალ კვირას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საბიუჯეტო პროექტს წარმოადგენს, — ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ პროექტს მომავალი კვირის სამშაბათს სამინისტრო დონორთა საკოორდინაციო საბჭოს წარუდგენს, სადაც მოცემულია გაცილებით მეტი თანხა ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის, ვიდრე ეს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტშია გათვალისწინებული.

«საბჭოზე განვიხილავთ ბევრად უფრო დიდ ბიუეჯეტს, ვიდრე წელს დაიხარჯა. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. ჩვენ ვცდილობთ, რომ აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული ხარჯები გაიწიოს არა ბიუჯეტის, არამედ დონორების მიერ, რადგან ეს მსოფლიო პრობლემაა. დონორი ორგანიზაციები მაქსიმალურ ჩართულობას იჩენენ და ჩვენ მათი დიდი იმედი გვაქვს და სწორედ მათგან მოვიზიდავთ ძირითად თანხებს», — განაცხადა ხანშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

წყარო:bm.ge