პროტესტის შემდეგ მეფრინველეები ტარიფის შეცვლას ელოდებიან

24 აგვისტოდან ქათმის ხორცის მწარმოებლები თოთოეული ქათმის შემთხვევაში სურსათის უვნებლობის სერთიფიკატის, ე.წ ფორმა 2-ის აღების სანაცვლოდ სურსათის ეროვნულ სააგენტოს 5 თეთრს უხდიან. 

სააგენტოს ამ გადაწყვეტილების შესახებ მათთვის დაბეგვრის ახალი სისტემის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი. ფერმერები გაზრდილი ხარჯებიდან გამომდინარე წარმოების შემცირებაზე და სარეალიზაციო ქსელში ხორცპროდუქტების გაძვირებაზე საუბრობდნენ. 

მას შემდეგ რაც, ფერმერთა ნაწილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდნენ, განაცხადეს, რომ უწყებამ აღიარა, რომ დაბეგვრის ახალი ტარიფის შემოღება მოხდა ფორსმაჟორულ სიტუაციაში და გეგმავდნენ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას. 

«კოდას» გენერალური დირექტორის განცხადებით, შეხვედრა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან დაახლოებით 3 კვირის წინ შედგა. ზურაბ ჭუჭულაშვილის თქმით, მათგან მიიღეს დაპირება, რომ 5 თეთრიანი ტარიფი გაუნახევდრებათ. 

«ტარიფი ყოველ თვეში ერთხელ ანგარიშდება თოთოეული დაკლული ქათმის შემთხვევაში. არსებული ტარიფიდან გამომდინარე ეს თანხა კონკრეტულად ჩვენი კომპანიის შემთხვევაში 5 ათას ლარს შეადგენს», — აცხადებს «კოდას» გენერალური დირექტორი. 

სურსათის ეროვნულ სააგენტოში «საქმის კურსს» დაუდასტურეს, რომ ტარიფის შემცირების საკითხზე ნამდვილად მიდის მუშაობა, თუმცა რამდენთეთრიან შეღავათზეა საუბარია სეს-ი ამ ეტაპზე ამის შესახებ არ საუბრობს.

წყარო:bm.ge