ლევან დავითაშვილი: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა წლები მოგვიწევს

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოსა და გურიაში სიმინდის ნათესი ფართობები მთლიანად შეწამლულია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის რეგიონებში სპეციალური ინსექტიციდების დარიგებაც მიმდინარეობს. 

«ამ დროისთვისაც გრძელდება სამუშაოები, რომელიც დასასრულს უახლოვდება იმიტომ, რომ სიმინდის მოსავლის აღება უკვე დაწყებულია. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით სამეგრელოში სიმინდის საჰექტრო მოსავლიანობასთან დაკავშირებით კარგი მოსავალი გვაქვს. გურიაშიც ასეთივე სიტუაციაა. ჩვენ წლები მოგვიწევს მავნებელთან ბრძოლა და საბოლოო ჯამში ჩვენ გამოვალთ გამარჯვებულები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გააქტიურდება ციტრუსოვანი კულტურები და იქაც დასაცავი გვაქვს თავი მავნებლისგან», — განაცხადა მინისტრმა.

წყარო: BusinessMediaGeorgia