კომპანია „გრინ ვილიჯი“ ვარდის წარმოების გაზრდას აპირებს

კომპანია გრინ ვილიჯი ვარდის წარმოების გაზრდას აპირებს. როგორც ცნობილია, „გრინ ვილიჯს კახეთში 4 წელია ეთერზეთების საწარმო აქვს და მოყვანილი ვარდის ესენციის ექსპორტს ევროპაში, ამერიკასა და იაპონიაში ახორციელებს. „გრინ ვილიჯს“ საკონსულტაციო მომსახურებას ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ლაშა ჟვანიას კომპანია „გლობალ უნი გრუპი“ უწევს.

გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, დამატებით კეთდება წყალსაცავები იმისათვის, რათა შესაძლებელი იყოს არსებული ვარდის ნარგავები სრულად მორწყვა.

„ახალი გაშენებული ვარდის ნარგავები მოსავალს 3 წლიწადში მოგვცემს, გაკეთდება წყალსაცავებიც, რაც ზაფხულის პერიოდში მორწყვის საშუალებას მოგვცემს. არსებული წყლის რესურსი არ ყოფნის. ამის შემდეგ ეთერზეთების წარმოება მასობრივად დაიწყება“ — აცხადებს ჟვანია.

ჟვანიას განცხადებით, საქართველოში დამზადებული ეთერზეთები საკმაოდ ძვირდაღირებული და მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზრებზე.

„გრინ ვილიჯმა“ ვარდის წარმოების განვითარებაში საქართველოში 3,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

წყარო:commersant.ge