იანვარ-აგვისტოში თხილის ექსპორტი 54.1 მილიონი დოლარით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თხილის ექსპორტი შემცირებულია. 
«საქსტატის» მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტი 54.1 მილიონი დოლარით არის შემცირებული. 
მიმდინარე წლის 1-ელ 8 თვეში თხილის ექსპორტმა 36.5 მილიონი დოლარი შეადგინა მაშინ, როცა 2016 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 90.6 მილიონი იყო. 

აღსანიშნავია, რომ თხილის ექსპორტის შემცირებაზე რამდენიმე დღის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც საუბრობდა. თუმცა, მისი თქმით, თხილის კატასტროფულად ცუდი მოსავლის მიზეზი აზიური ფაროსანა არ არის.

“თხილის კულტურაში ჩვენ პრობლემები სულ სხვა მიზეზების გამო გვაქვს და არა იმის გამო, რომ აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა. მისი წვლილი ზარალში 8-10% შეიძლება იყოს. ჩვენ დღეს გვაქვს კატასტროფულად ცუდი მოსავალი თხილთან დაკავშირებით იმიტომ, რომ გვქონდა ბევრი სხვა მომენტი, რომელიც ვერ შევასრულეთ ან კლიმატის გამო ახალი პრობლემები გაჩნდა და თხილის მოსავალი ვერ მივიღეთ“, — აცხადებდა მინისტრი. 

წყარო:BusinessPressNews