ზურაბ ჩხაიძე: ბედნიერი უნდა იყო, თუ შენი პროექტი ბანკმა არ დაამტკიცა

უნდა იყო ბედნიერი, თუ შენი პროექტი ბანკმა არ დაამტკიცა,- ამის შესახებ «საქმის კურსს» კომპანია «კახური ტრადიციული მეღვინეობის» დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ფინანსებთან ხელმისაწვდომობის პრობლემა არ არსებობს, პრობლემას კი მხოლოდ ის წარმოადგენს, რომ საქართველოში „ბიზნესის კეთება არ ვიცოდით და ახლა ვსწავლობთ“.

«უნდა იყო ბედნიერი, თუ შენი პროექტი ბანკმა არ დაამტკიცა. რატომ? უბრალოდ შენ ძალიან ცუდ ნაბიჯს გადადგამდი და გაკოტრდებოდი. ასევე ბედნიერი უნდა იყო, როდესაც ბანკი შენს პროექტს შეაფასებს. ის გამოცდილება, რაც შენს გუნდს არ გააჩნია, გააჩნია ბანკს. მათთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია, მათთვის ხელმისაწვდომია ის ბაზები, რომელშიც იმპორტი და ექსპორტი ფიქსირდება. ჩვენც გვქონია ისეთი პროექტები, სადაც თანხმობა არ მიგვიღია და მადლობა ამისთვის ჩვენს პარტნიორ ბანკებს»,- აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

წყარო:bm.ge