Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება

6 ოქტომბერს, გურჯაანში, „ახტალა“, ღვინის ფესტივალი გაიმართება! დასაწყისი 13:00 საათზე.

ქართული ღვინის კვირეული კახეთში სწორედ გურჯაანში აიღებს სტარტს და წარმოდგენილი იქნება, როგორც გლეხების მიერ ქვევრში დაყენებული, ასევე 50-ზე მეტი დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინო.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის სტუმრებს შესაძლებლობა გექნებათ:

  • დააგემოვნოთ საუკეთესო კახური ღვინო და შეიძინოთ ხელმისაწვდომ ფასად;
  • მიიღოთ მონაწილეობა ხელნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაში;
  • დაათვალიეროთ თქვენთვის შექმნილი მოსავლის საშემოდგომო და ქართული ღვინის ღვინის ისტორიის პავილიონები;
  • მოისმინოთ არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერი, სხვა ფოლკლორული სიმღერები და იხილოთ ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები;
  • მიიღოთ მონაწილეობა სახალისო გათამაშებაში და მოიგოთ სპეციალურად გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მიერ დაწესებული საჩუქრები.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი.

წყარო:agrokavkaz.ge