გორში ხორცისა და თევზის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

გორში ხორცისა და თევზის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა. საწარმო წლიურად 300 ტონა სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქციას აწარმოებს 

საწარმოში ჯამურად 459 833 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 183 933 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 229 917 აშშ დოლარი — შეღავათიანი აგროკრედიტი. 

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ისე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო.

წყარო:bm.ge