Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

“ბადაგი” ახალ პროექტზე მუშაობს

ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანია “ბადაგი” ჩირის ქარხანას მომავალი წლიდან აამუშავებს. კომპანიის დამფუძნებელი ინგა ყაჯრიშვილი “საქმის კურსთან” აცხადებს, რომ დაფინანსება მიღებული აქვთ, ამ ეტაპზე პროექტის დამუშავება მიმდინარეობს. 

“ბადაგის” წარმომადგენელი ამბობს, რომ პროექტზე მუშაობა ახალ წლამდე დაიწყება. მისი თქმით, საჭიროა შენობის სპეციალური დაპროექტება, რამდენადაც ის კონკრეტულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ დრომდე კომპანია დაფინანსებას ელოდებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შედეგად მოიპოვა, მომდევნო ნაბიჯი კი უკვე პროექტზე მუშაობის დაწყებაა. 

ახალი საწარმოს მმართველი “ბადაგის” შვილობილი კომპანია “ბადაგი +” იქნება. ჩირისა და ტყლაპისთვის ხილს კომპანია ადგილობრივებისგან ჩაიბარებს.

წყარო:bm.ge