HEGO – მცენარეები განვითარების მხარდაჭერისათვის

HEGO – მცენარეები განვითარების მხარდაჭერისათვის არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 30 თვიანი პროექტი, რომელიც აერთიანებს ოთხ ქვეყანას (საბერძნეთი, მოლდოვა, საქართველო და სომხეთი). იგი ხორციელდება რუმინეთის საზოგადოებრივი სამუშაოების, განვითრებისა და ადმინისტრაციის სამინისტროს მხარდაჭერით. მისი წამყვანი პარტნიორი ორგანიზაცია არის ჰალკიდიკის განვითარების ასოციაცია, ხოლო საქართველოში HEGO-ს პარტნიორი არის საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.

პროექტის მთავარი მიზანია ფერმერების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება სამკურნალო მცენარეების მოპოვებისა და ახალი კულტურების პოპულარიზაციის მიზნით, ასევე სამკურნალო მცენარეების მიმართულებით საერთაშორისო სავაჭრო კავშირების დამყარება და ხელშეწყობა.

პროექტი იმუშავებს საერთო გამოწვევებზე როგორციაა: არამდგრადი გამოყენება, არადივერსიფიცირებული პროდუქტი, და არაკვალიფიციური ცოდნა. პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები ქართველ ფერმერებს მისცემს საშუალებას გაიღრმავონ ცოდნა და გაიუმჯობესონ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.