ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

პროექტი: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

განხორციელების პერიოდი: აგვისტო 2021 – მაისი 2023

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ერთობლივი პროექტით, მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით, აგროტურიზმში ჩართული ქალების გაძლიერებას.

აღნიშნული ორ წლიანი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად განახორციელებს შემდეგ აქტივობებს: აგროტურიზმის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის პროცესში ჩართულობა; ქვეყნის მასშტაბით, აგროსექტორში/აგროტურიზმში ჩართული ქალი მეწარმეების იდენტიფიცირება; განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა, საგრანტო კონკურსის გამოცხადებით; ბრენდინგისა და მარკეტინგის მიმართულებით, ქალების უნარ-ჩვევების გაძლიერება; აგროტურისტული ობიექტებისთვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო სტანდარტების შემუშავების პროცესის სტიმულირება; აგროტურისტული ობიექტების ციფრული რუკის შექმნა; აგროტურისტულ ასოციაციებში, მეწარმეების გაწევრიანების ხელშეწყობა; მეწარმეების უნარ-ჩვებების გაუმჯობესება სტუმარმასპინძლობის მიმართულებით, ტრენინგების მეშვეობით; აგროტურიზმის სასწავლო მოდულის დანერგვა პროფესიულ სასწავლებლებში; საბანკო და სადაზღვევო პროდუქტების შემუშავება; სახელმწიფო პროგრამების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება; პროექტში, ადგილობრივი და საერთაშორისო ტუროპერატორების ჩართვა; ადგილობრივი საინფორმაციო კამპანიის ინიცირება, ცნობიერების ამაღლების მიზნით; საერთაშორისო პრესაში, საქართველოს პოზიციონირება აგროტურისტული დანიშნულების მიმართულებით.

დაგეგმილი აქტივობების შედეგად, პროექტის ბენეფიციარებს (100 ქალი) ექნებათ შესაძლებლობა გაზარდონ შემოსავლის წყარო, აგროტურისტული საქმიანობით. ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მათი ცნობადობა გაიზრდება და დამატებით, შეიძენენ ან/და განავითარებენ, კავშირების დასამყარებლად საჭირო უნარ-ჩვევებს.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის პროექტში განაცხადის ფორმის შესავსებად ეწვიეთ ბმულს 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი.