საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა

დასახელება: საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა
განმახორციელებელი: სოფლის განვითარების საგენტო (RDA)
დონორი: საქართველოს მთავრობა
სამიზნე რეგიონ(ებ)ი: პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ოთხი საპილოტე რეგიონი: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია სამიზნე არეალში არსებულ ფიზიკურ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (ააიპ, სას, სამ კოოპერატივი, ი/მ, შპს და ა.შ ) 

სამიზნე მიმართულებები:  პროგრამა ითვალისწინებს ოთხ საპილოტე რეგიონში ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და დაბალანსებული მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების ინიციატივების საპროექტო განცხადების მიღება/მხარდაჭერას. საპროექტო იდეები გათვლილი უნდა იყოს სათემო, მუნიციპალური და რეგიონულ დონეზე,  სოფლის მეურნეობის სფეროში  ახალი ტექნოლოგიების, მანქანადანადგარების, წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობისა და სპეციალიზებული ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების, საბრუნავი საშუალებების დაფინანსებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი საწარმოების შექმნას, ასევე არსებული საწარმოების მოდერნიზებას ან/და გაფართოებას,  დამატებითი შემოსავლის მიღების პერსპექტივების გაჩენას,  მოსავლის მოცულობის ზრდას, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური, ტექნიკური, კულტურული ინოვაციების შექმნას და დანერგვას რეგიონში. 
პროექტის ვადები: ამ ეტაპზე მიმდინარეობს განცხადებების მიღება
ვებ-გვერდი: https://rda.gov.ge/projects/read/pilot_regions/52:parent
საკონტაქტო ინფო.: თბილისი, ახმეტელის 10ა

დიღომი, კინოსტუდიის ეზო

ელფოსტა: info@rda.gov.ge

საკონტაქტო ტელ: 1501/ +995 032 2470101i

თარიღი

მარ 21 2022 - მაი 31 2022
Ongoing...

ორგანიზატორი

სოფლის განვითარების საგენტო (RDA)